მრავალრიცხოვანმა დემონსტრაციამ პარლამენტთან გადაინაცვლა

საპროტესტო დემონსტრაციამ „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტთან გადაინაცვლა.
აქციაზე ათობით ათასი ადამიანი იმყოფება.
ამ წუთებში პარლამენტთან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რაოდენობა იმატებს.
რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობის შემდეგ, დემონსტრანტებმა წრე დაარტყეს პარლამენტის შენობას.
აქცია გრძელდება.
რესპუბლიკის მოედანზე აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ ხვალ, 29 აპრილს გააპროტესტებენ პარლამენტში კანონპროექტის მეორე საკომიტეტო მოსმენას.
მაგრამ, მათი თქმითვე, ისინი არ გეგმავენ, „ოცნების“ აქციასთან გადაიკვეთონ.
ამასთან, ორგანიზატორები აცხადებენ, რომ თუკი ხვალ პარლამენტი „მოულოდნელად ჩანიშნავს“ კანონპროექტის პლენარულ მოსმენას, ყველას მოუწოდებენ, რომ ხელი შეუშალონ „ანტიკონსტიტუციური კანონის მიღებას“.
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები „აგენტების კანონის“, – ფორმალურად „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ – წინააღმდეგ.
„აგენტების კანონი“ საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სესიაზე პირველი მოსმენით 17 აპრილს დაამტკიცა – 83 ხმით.
13 თვით ადრე, 2023 წლის მარტში, ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“ ჩაეგდო და პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.
კანონი ეხება საქართველოში არსებულ თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და არაერთ მედიასაშუალებას, მათ შორის – რადიო თავისუფლებასაც.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ თბილისში საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.
ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ საქართველოს სვლაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება