მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს თბილისს აფხაზეთთან და ოსეთთან, როგორც “მეზობელ ქვეყნებთან” შერიგებაში

„საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება უბრალოდ გულახდილად აფასებს წარსულს“, — ასე გამოეხმაურა ს საგარეო საქმეთა მინისტრი ს „ქართული ოცნების“ განცხადებებს, რომ 2008 წლის ომის სააკაშვილმა დაიწყო.
ლავროვის თქმით, ის, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო ყველასთვის ცნობილი იყო, „შესაძლოა გარდა დასავლელი კოლეგებისა და საქართველოს პრეზიდენტ სა“.
ამ კონტექსტში ლავროვმა დაიმოწმა ევროკავშირის გადაწყვეტილებით, საქართველოში მომხდარ კონფლიქტთან დაკავშირებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის ხელმძღვანელის ჰაიდი ტალიავინის დასკვნა.
ლავროვის თანახმად, მოსკოვი მზადაა, დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც „მეზობელ სახელმწიფოებთან“, ურთიერთობების ნორმალიზებაში, მათ შორის, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებების უზრუნველყოფაში.
„მათ თქვეს, რომ სურთ ისტორიული შერიგება. და რა ფორმით ფორმით შეიძლება მოხდეს ეს შერიგება, თავად ამ ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთმაც და სამხრეთ ოსეთმაც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან და გარკვეული კონტაქტები იქ მაინც გარდაუვალია. თუ ყველა მხარის ინტერესი იქნება ამ ურთიერთობების ნორმალიზაცია, თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებები… მხარეების დაინტერესების შემთხვევაში, დახმარებისთვის მზად ვიქნებით“ — განაცხადა ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ძალის გამოუყენებლობის ცალმხრივი, ზეპირსიტყვიერი ვალდებულება საქართველომ ჯერ კიდეც 2010 წელს აიღო, როდესაც ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა: „საქართველო არასდროს გამოიყენებს ძალას თავისი ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად“. ეს ვალდებულება 2013 წელს პარლამენტის რეზოლუციით დაადასტურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამაც. თბილისის ამოცანაა, საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება დაადასტუროს რუსეთის ფედერაციამაც. მოსკოვი კი ისწრაფვის, საქართველოს ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებები გააფორმებინოს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, როგორც კონფლიქტის მხარეებთან. წლებია ამას ითხოვენ ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო მმართველები.
„ქართული ოცნებას“ დაანონსებული აქვს 2008 წლის ომის გამოძიების დაწყება საპარლამენტო ს შემდეგ. მმართველი პარტიის განცხადებით, ომი საქართველოს წინა ხელისუფლებამ, გარე დავალებით დაიწყო, რუსეთის იერიში კი „საპასუხო“ იყო.
„26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“, — განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ