„მოემზადე ზამთრისთვის“ – შეცვალე აკუმულატორი „ მოტორსში“

როცა ჰაერის ტემპერატურა იკლებს, ავტომობილზე ზრუნვა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ცივ ამინდში აკუმულატორის დატვირთვა საგრძნობლად იზრდება, ამიტომ ზამთრის დადგომამდე მისი შემოწმება მნიშვნელოვანია. უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის აუცილებელია, ზამთარს სრულად გამართული ავტომობილით შეხვდეთ.
მოტორსი“ მომხმარებლის უსაფრთხოებაზე ზრუნავს და მათ ავტომობილის ფლობის გამარტივების მიზნით, 22 ნოემბრის ჩათვლით აკუმულატორებზე 15%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებელია თანხის განაწილებით სარგებლობა.
ვახტანგ ღულაძე, „ს“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი:
ს“ მიზანია, მომხმარებლის უსაფრთხოებასა და კომფორტზე იზრუნოს. პრევენცია ყოველთვის უფრო ეფექტურია, ვიდრე გადაუდებელი შეკეთება. აკუმულატორი ავტომობილის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც დიდ როლს ასრულებს ელექტრონული სისტემების მუშაობაში. ის ავტომობილში ენერგიის პირველი წყაროა და აწვდის ყველა მოწყობილობას, რომელიც ელექტროენერგიას მოითხოვს. როდესაც ტემპერატურა მკვეთრად იკლებს, ძალიან ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები. დაბალი ტემპერატურის გამო, შესაძლოა, აკუმულატორი მწყობრიდან გამოვიდეს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება, რათა ზამთრის ცივ ამინდში ავტომობილს პრობლემა არ შეექმნას“.
ყველა აკუმულატორს ექსპლუატაციის განსხვავებული ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი, ხარისხის მიხედვით, 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. პრობლემების შემთხვევაში აკუმულატორი ნიშნების სახით აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს. აკუმულატორი პასუხისმგებელია ძრავის გაშვების სისტემაზე. აკუმულატორის რესურსის ამოწურვაზე რამდენიმე დეტალი მიგვანიშნებს:
· თუ ავტომობილი რამდენიმე მცდელობის შემდეგ იქოქება, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ აკუმულატორი დასუსტებულია და დროა, შეიცვალოს
· ელექტროსისტემების შეფერხება – განათების ინტენსივობის კლება, ან მულტიმედიასისტემის უცაბედი გათიშვა შესაძლოა მიუთითებდეს, რომ აკუმულატორი ვერ ახერხებს საჭირო რაოდენობით ელექტროენერგიის მიწოდებას
· თუ ავტომობილის პანელზე აკუმულატორის ინდიკატორი აინთო, ეს ნიშნავს იმას, რომ მისი მდგომარეობა შესამოწმებელია