მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს – დანიგანმა

მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს, – თქვა -ს ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა მთავარი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
“არჩევნები დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
ყველა მოქალაქეს უნდა სჯეროდეს იმის, რომ მათი ხმა სწორად დაითვლება და შეუძლიათ, თავისი ლიდერები აირჩიონ […] განსაკუთრებით, ევროკომისიის რეკომენდაციის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არჩევნები თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე იყოს.
ჩვენ ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, ეუთოსთან და საერთაშორისო პარტნიორებთან. ეუთოს სადამკვირვებლო მისიაშიც შევიტანთ წვლილს”, -განაცხადა დანიგანმა.