მკურნალობა-გაჯანსაღებით მიზნით უცხოეთში ვიზიტების რაოდენობა შემცირდა

2024 წლის პირველ კვარტალში, გამაჯანსაღებელი და სამკურნალო მიზნით გამყვანი ვიზიტების რაოდენობამ 15 241 შეადგინა, რაც გამყვან ვიზიტთა საერთო რაოდენობის 2,9%-ია. ინფორმაცია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზეა განთავსებული.
სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის პირველ კვარტალში ეს რაოდენობა 15 984-ს შეადგენდა, რაც საერთო ვიზიტების 3,6% იყო.
პანდემიამდელ, 2019 წლის იგივე პერიოდში, სამკურნალო მიზნით საქართველოდან 20 129 ვიზიტი განხორციელდა, რაც გამყვანი ვიზიტების 4,2%-ია.
ჯამურად, 2023 წელს მკურნალობისა და გაჯანსაღების მიზნით საქართველოდან უცხოეთში 65 111 ვიზიტი განხორციელდა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 43 374 იყო, პანდემიამდელ 2019-ში კი 72 928 (3,1%).
jandacva.ge