მიხეილ სააკაშვილი – 2008 წელს ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენით და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, პარტნიორებმა აქ ჩამოსვლით და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ

2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენითა და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლითა და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ტყვეობაში ამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩააბარა.
„2008 წელს ჩვენმა ჯარმა მაგრად დადგომით, ხალხმა ქუჩაში გამოსვლით, მე თბილისში დარჩენითა და მსოფლიოს ფეხზე დაყენებით, ჩვენმა პარტნიორებმა თბილისში ჩამოსვლითა და ამერიკელებმა ფლოტის გამოგზავნით საქართველოს სახელმწიფოებრიობა გადავარჩინეთ.
მე ტყვეობაში მამყოფებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მტერს საქართველო არ ჩავაბარე.
მაშინ მტერმა ვერ დაგვიპყრო და ტრაგედიაა, რომ რაც ჩვენი ძალით დავიცავით, ახლა ხელახლა გვაქვს მოსაპოვებელი.
26 ოქტომბერს ჩვენ ხელმეორედ 1991 წლის შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება გვაქვს აღსადგენი“, – წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ