მიხეილ სააკაშვილი: ასე დაასრულა კარიერა ბანგლადეშის ყოვლისშემძლე მმართველმა, რომელიც არ ერიდებოდა არც სისხლისღვრას, არც უსამართლო დაპატიმრებებსა და არც მოსყიდვას

“ბანგლადეშის მაფიოზური მთავრობა დაემხო.
ბანგლადეშის პრემიერ-მინისტრი, შეიხ ხასინა, რომელმაც გააყალბა მორიგი და შეუდგა თავის მე-4 ვადას, მრავალათასიანი მიტინგების დარბევის შემდეგ, რომლის დროსაც 300 ადამიანი მოკლეს უსაფრთხოების ძალებმა, იძულებული გახდა, გადამდგარიყო და ქვეყნიდან გაქცეულიყო. ის ჩაფლული იყო კორუფციაში, შექმნა მაფიოზური სტრუქტურა, თავის ოპონენტებს მოიხსენიებდა, როგორც “ომის გამჩაღებლებსა” და კრიმინალებს.
უამრავი ოპოზიციონერი გამოამწყვდია ციხეში, მათ შორის ბანგლადეშის ყოფილი ლიდერი და ბოლოს, გუშინ იძულებული გახდა დანებებულიყო, უარი ეთქვა ახალ სამთავრობო ვადაზე და გაესწრო ქვეყნიდან. ოპოზიციის ლიდერი, ყოფილი პრემიერი ციხიდან გათავისუფლდა. სამხედროებმა უკვე გამოაცხადეს გაყალბებული არჩევნების შედეგები ბათილად და აპირებენ ახალი არჩევნების ჩატარებას. მანამდე კი, ოპოზიცია ქმნის კოალიციურ მთავრობას.
მე მოვუწოდებ ქართულ მედიას, ბევრად მეტი ყურადღება მიაქციონ ამ აზიურ ქვეყანაში მომხდარ ამბებს ისევე, როგორც ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს. სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყანა ამ ქვეყნებს ბევრად უფრო დაამსგავსეს, ვიდრე უნგრეთსა ან პოლონეთს, რომელთანაც პარალელების გატარება უყვარს ბევრ ჩვენს პოლიტიკოსს. ბანგლადეშის გაკვეთილი არის ის, რომ საბოლოო ჯამში, ორგანიზებული ხალხის ძალას ვერანაირი ძალმომრეობა წინ ვერ დაუდგება.
ბანგლადეშში პროტესტის ბირთვს შეადგენენ სტუდენტები. ისინი იყვნენ ოპოზიციური ფლანგის წინა ხაზზე, სწორედ ისინი აყალიბებენ გარდამავალ მთავრობას. შეიხ ხასინას ბოლომდე ჰქონდა იმედი თავისი აურაცხელი სიმდიდრისა და პოლიციის სპეცრაზმების, რომელსაც ძალიან ბევრ ფულს უხდიდა. ყველაფერი რამდენიმე დღეში ჩამოიშალა. გუშინ დემონსტრანტები შეიჭრნენ პრემიერის მდიდრულ სასახლეში, შეექცნენ მის მიერ მიტოვებულ სადილს, სურათებს იღებდნენ მის საწოლში, გაჰქონდათ დარჩენილი მდიდრული ავეჯი და ნახატები.
ასე დაასრულა კარიერა ბანგლადეშის ყოვლისშემძლე მმართველმა, რომელიც არ ერიდებოდა არც სისხლისღვრას, არც უსამართლო დაპატიმრებებსა და არც მოსყიდვას. ახლა იგი ინდოეთშია, აპირებდა ინგლისში თავშესაფრის მოთხოვნას, თუმცა გუშინდელი მდგომარეობით ინგლისი არ ჩქარობდა მის მიღებას, ხოლო ინდოეთი დიდიხნით მის შეფარებას ვერ მოახერხებს, რადგან ვერ გაიფუჭებს ურთიერთობას ბანგლადეშის ახალ მთავრობასთან. საბოლოო ჯამში, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ჰასინას წასასვლელი არსად აღმოაჩნდეს,” – წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი .

ასევე დაგაინტერესებთ