მთავრობა ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გასახსნელად 12 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას 2025 წლისთვის აპირებს. ამისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს ორი წლის განმავლობაში – განკარგულება 1 აგვისტოს გამოიცა.
სამინისტროს ცნობით, კომპლექსში იქნება ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, მძლავრი მონაცემთა ცენტრი ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის და ა.შ.
„ქუთაისი და ყოფილი პარლამენტის შენობა იდეალური ადგილია, რათა ამოქმედდეს რეგიონული ტექნოლოგიური ჰაბი. სიახლოვე, ერთი მხრივ, საერთაშორისო აეროპორტთან და ტექნოლოგიური პროფილის უმაღლეს სასწავლებლებთან, მეორე მხრივ კი უნიკალური ფართი ასეთი მასშტაბური პროექტისთვის, ძალიან მალე ქუთაისს გადააქცევს სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და IT ბიზნესის მიზიდულობის ცენტრად“, – აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.
საქართველოში „IT ჰაბის“ გახსნაზე ჯერ კიდევ 2022 წლის დეკემბერში ისაუბრა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
„ვემუშავებით ერთ-ერთ ებრაულ კომპანიას, რომელიც გამოთქვამს სურვილს, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობის ბაზაზე შეიქმნას ახალი ‘IT ჰაბი’ და არა მხოლოდ, ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც მოიზიდავს, დაასაქმებს IT-ის სფეროში მომუშავე ახალგაზრდებს, ჩვენს ქართველ სტუდენტებს, ახალგაზრდებს ხელს შეუწყობს განვითარებაში და აქაც რამდენიმე ათეული მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, – თქვა ღარიბაშვილმა 2022 წელს.
პარლამენტის ყოფილი შენობა ქუთაისში 2018 წლიდანაა უფუნქციოდ. გამჭვირვალე შენობა ქუთაისში ს პრეზიდენტობის დროს აშენდა.
ამ შენობაში სრულყოფილად მხოლოდ 2012 წლის მოწვევის პარლამენტმა იმუშავა, შემდეგ კი საკანონმდებლო ორგანომ მუშაობა გააგრძელა მხოლოდ თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება