მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე – ჩვენი კარი ღიაა პარტია „ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის – ბოკუჩავა

მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე – ჩვენი კარი ღიაა პარტია „ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის – ბოკუჩავა
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განაცხადებით, ის იზიარებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, ს მოწოდებას – გაერთიანებისკენ.
ბოკუჩავას განმარტებით, მათი კოალიციის კარი ღიაა კოალიცია „ცვლილებების“ წევრებისთვის.
ს მარცხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე გარდაუვალია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია საერთო ეროვნული კონსოლიდაცია, საზოგადოებაში და პოლიტიკურ სპექტრში.
ბიძინა ივანიშვილის მცდელობას ქართველი დაყოს და დააპირისპიროს ძალადობით და სიძულვილის მუდმივი პროპაგანდირებით, ჩვენ ქვეყნის გამთლიანებითა და გაერთიანებით უნდა ვუპასუხოთ.
სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა განვაცხადო, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე – მივესალმები და ვიზიარებ მიხეილ სააკაშვილის, ჩვენი პარტიის დამფუძნებელი თავმჯდომარის, გუშინდელ მოწოდებას გაერთიანებისკენ. „ნაციონალური მოძრაობის“ და ჩვენი კოალიციური პარტნიორების კარი ღიაა პარტია „ახალისთვის“ და მათი კოალიციური პარტნიორებისთვის.
ჩვენ მზად ვართ, სისრულეში მოვიყვანოთ პრეზიდენტი სააკაშვილის მოწოდება გაერთიანებაზე, რადგან ღრმად გვწამს სიტყვების, რომელიც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის ხელით დაწერა საქართველოს ეროვნული გერბზე – ძალა ერთობაშია.
ძალა მართლაც ერთობაშია. ძალა ევროპაშია. მჯერა ქართველი ხალხი 26 ოქტომბრის ისტორიულ არჩევნებზე აირჩევს კეთილდღეობას ევროპაში“, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ