მე თუ არ მოვიგებ არჩევნებს, ამაში ნაწილობრივ დამნაშავე ებრაელი ხალხი იქნება – ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი აცხადებს, რომ არჩევნებში თუ დამარცხდება ამაში დამნაშავეები ნაწილობრივ ებრაელი წარმოშობის ამერიკელი ამომრჩევლები იქნებიან.
„მე თუ არ მოვიგებ ამ არჩევნებს, ებრაელი ხალხი ამაში ნაწილობრივ დამნაშავე იქნება, რადგან 60%-ი თუ ხმას აძლევს მტერს, ჩემი აზრით, ორ წელიწადში შეწყვეტს არსებობას“, – განაცხადა ტრამპმა.
ტრამპმა მაგალითად მოიყვანა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელ ებრაელებში 60%-ით ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ