მერაბ დვალიშვილი: თუ ომალს რემატჩი უნდა, ის მას მიიღებს

15 სექტემბერს გამართული UFC-ის საჩემპიონო ბრძოლის შემდეგ, მერაბ დვალიშვილის მიერ (18-4) დამარცხებული ამერიკელი მებრძოლი, შონ ომალი (18-2) სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობის დაკარგვას ვერ ეგუებდა და სოციალურ ქსელში აღნიშნავს, რომ ბრძოლა მან მოიგო.
ქართველმა “მანქანამ” პასუხიც არ დააყოვნა და სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. პოსტის მიხედვით, მერაბი ყოფილ ჩემპიონს, რევანშის საშუალებას აძლევს: “გავიგე, ომალი ფიქრობს, რომ ბრძოლა მოიგო და რემატჩი სურს. თუ მას რემატჩი უნდა, ის მას მიიღებს. 16 ნოემბერს ,”GARDEN”-ში ტიტულს შენს წინააღმდეგ დავიცავ, ხოლო შემდეგ ნებისმიერთან, ვისაც UFC შემომთავაზებს. რას ფიქრობ?”
შეგახსენებთ, ნახსენებ ბრძოლაში მერაბი ფავორიტად არ ითვლებოდა, თუმცა სტილისტურად იდეალურად გამართული ბრძოლის წყალობით შეძლო და UFC-ის ტიტულს დაეუფლა.