“მემორიალზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების გვარები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე” – უკრაინის საელჩო

სოხუმის დაცემის 31 წლისთავთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალთან საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებმა.
“მოძმე ქართველ ხალხთან ერთად საქართველოს დამოუკიდებლობა უკრაინელებმაც აირჩიეს.
მემორიალის მარმარილოს ფირფიტებზე ამოტვიფრულია იმ უკრაინელების გვარები, რომლებიც სამუდამოდ დარჩნენ ქართულ მიწაზე, რომლებიც მის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას აძლევენ ყველაზე ძვირფასს – საკუთარ სიცოცხლეს.
გმირები არ კვდებიან, სანამ მათი ხსოვნა ცოცხალია.
ს ახსოვს!” -ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან დავითაშვილი – ალბათ, სიმბოლურია, რომ წლევანდელი წლის თემატიკა ტურიზმი და მშვიდობაა – ტურიზმი არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ომის პირობებში, ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში