მაჭახელას ხეობაში 75 მზის პანელი დამონტაჟდება

მაჭახელას ხეობა მზის ენერგიის გამოყენებაზე გადადის. მარტის ბოლომდე, სოფლებში 75 მზის პანელი და 200 წყლის გამაცხელებელი დამონტაჟდება. ამის შედეგად, 1,250 მცხოვრებელი შეშის გამოყენებას მინიმუმამდე შეამცირებს და განახლებადი ენერგიით ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ინფორმაციას UNDP Georgia ავრცელებს.
„წინასწარი გათვლებით, მაჭახელას ხეობაში მზის ენერგიის გამოყენება წელიწადში 900 კუბურ მეტრ შეშას დაზოგავს, რაც დაახლოებით 300 ხეს შეინარჩუნებს.
გადარჩენილი ხეები ამ სიკეთეს ასმაგად დაგვიბრუნებენ. 300 ხე ყოველწლიურად 7 ტონა ნახშირორჟანგს შთანთქავს, მავნე ემისიების გაფრქვევას შეამცირებს და კლიმატის ცვლილებას შეარბილებს.
მაჭახელას ხეობაში მზის პანელებისა და წყლის გამაცხელებლების მონტაჟი ხორციელდება იაპონიისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით, ჩვენი მიმდინარე პროექტის ფარგლებში, რომელიც ტყის დაცვას და განახლებადი ენერგიის გავრცელებას ემსახურება“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ