მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე და სამი თუ ოთხი წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა, – ამის შესახებ კოალიციის „ძლიერი საქართველო“ ლიდერმა, მ რუსთავში შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენი შვილების თაობა „ნარკომანიამ წალეკა“
იცით ვინ არის? – რამდენიმე წლის წინ ღვინის ქვეყანაში მარიხუანის პლანტაციების კანონის გატანას აიძულებდა საქართველოს, აი, ეს არის ეს კაცი. ნარკომანიამ წალეკა ჩვენი შვილების თაობა და საერთოდ, საქართველო წალეკა და როდის ხდება ეს, როცა ერი გამოცოცხლდება ხოლმე. 90-იანები გაიხსენეთ, რამდენი ახალგაზრდა დავკარგეთ, როცა დამოუკიდებლობის ბრძოლის ჟინით გამოვიდა მთელი ერი ქუჩაში, რა ხდებოდა მაშინ? – შემოიყარა ნარკოტიკული საშუალებები.
ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე და სამი თუ ოთხი წლის წინ და აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა და კიდევ კარგი უწმინდესის და ეკლესიის ჩარევით გეგმა ჩაიშალა“, – განაცხადა ხაზარაძემ, რომლის განცხადებასაც პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ