მამუკა მდინარაძე – ISFED-ზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს – უბრალოდ სირცხვილია, როცა არჩევნებზე და მის კანონიერებაზე წინასწარ, ამდენი თვით ადრე საუბრობენ

ISFED-ზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს. ის ძრავს ამ საკითხს, უბრალოდ სირცხვილია, როცა ISFED არჩევნებზე და მის კანონიერებაზე წინასწარ, ამდენი თვით ადრე საუბრობს, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მ განაცხადა.
ის აღნიშნულით ISFED-ის ანგარიშს გამოეხმაურა.
„ჩავარდნილი პიარ და პროპაგანდისტული პროექტი, – „არა რუსულ კანონს“ – ახლა მათი მიზანია ს ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენების პროპაგანდად გადაიქცეს. მომდევნო თვეების წინასწარი პროპაგანდა იქნება, რომ საქართველოში არჩევნები ყალბდება, სხვა პიარკამპანია დომინანტი არ იქნება. ეს იყო მიზანი აქამდეც, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ დაეყენებინათ და ახლაც ეს არის მათი მიზანი. ამის შესახებ, პირველი ვინ გამოდის? – ISFED, რომელიც მთავარი გამყალბებელია, უპრეცედენტო გამყალბებელია, მსოფლიოში არ ფიქსირდება სხვა შემთხვევა, მე არ მახსენდება, თუ იცით, გამახსენეთ, რომ პარალელური ხმის დამთვლელი ორგანიზაცია არჩევნების მონაცემებს აყალბებდეს. 2020-ში ISFED-მა ეს გააკეთა, ამაზე რეპუტაციაწამხდარი ორგანიზაცია არ არსებობს, ის ძრავს ამ საკითხს, ეს უბრალოდ სირცხვილია, როცა ISFED არჩევნებზე და მის კანონიერებაზე წინასწარ, ამდენი თვით ადრე საუბრობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ