მამუკა მდინარაძე – 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბრძოლა, სადაც ჩვენ, დამოუკიდებელი ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებას გლობალური ომის ძალების აგენტურა ცრუ ნარატივებით დაგვიპირისპირდება

ყველა ხვდება, მეგობრებო, რომ წელს ჩვენ არ გვექნება ჩვეულებრივი , სადაც ჩვენი ოპონენტები, მაგალითად, თავის ხედვებზე ისაუბრებენ, რადგან მათ, როგორც მათვე თქვეს, არ აწყობთ, რომ შევიდნენ რომელიმე თემის შინაარსში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მ განაცხადა.
მისი თქმით, ოქტომბრის არჩევნებზე სიმართლემ, პატრიოტიზმმა, ქართულმა იდენტობამ, ტრადიციებმა, მშვიდობამ, ჭეშმარიტმა ქრისტიანულმა და ევროპულმა გზამ უნდა გაიმარჯვოს.
“„ქართული ოცნების“ 41 ათასზე მეტ წევრს ვულოცავ მათ ახალ ოფისს – ცოტა მეტია ციფრი, მაგრამ სხვა ციფრის მთქმელი მე დღეს არ ვარ, გამორიცხულია. გილოცავთ ახალი ცენტრალური ოფისის გახსნას და მადლობას გადაგიხდით თითოეულ თქვენგანს იმისთვის, რაც ამ ქვეყნის სიყვარულით, მოყოლებული 2011 წლიდან, ს ხელმძღვანელობით გიკეთებიათ და მადლობა ასევე მომავლისთვის, როდესაც თქვენ კიდევ მეტი შემართებით დაიხარჯებით საკუთარი სამშობლოსთვის.
ეს იქნება არჩევნები, სადაც ან სიკეთე, სიმართლე, პატრიოტიზმი, ეროვნული ძალა, ქართული იდენტობა და ტრადიციები, მშვიდობა, ღირსება, კეთილდღეობა, სიმართლე, ჭეშმარიტი ქრისტიანული, ევროპული გზა გაიმარჯვებს, ან… და მეორე ან აქ აღარ არსებობს, არ არსებობს მეორე ან, რადგან ამ ქვეყანას ფიზიკური და სულიერი განადგურება ნამდვილად არ უწერია. პირიქით, ჩვენ კიდევ უფრო გავძლიერდებით! ჩვენი ქვეყნის ისტორია არის ეს!
2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ბრძოლა, სადაც ჩვენ, დამოუკიდებელი – ხაზგასმით ვამბობ, დამოუკიდებელი ქვეყნის ეროვნულ ხელისუფლებას, გლობალური ომის ძალების აგენტურა ცრუ ნარატივებით დაგვიპირისპირდება. ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს, რომ „ნაცობა“, როგორც აგენტურული, ბნელი და სისხლიანი იდეოლოგია, საბოლოოდ დამთავრდეს და გასამართლდეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ