მამუკა მდინარაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე წლებია ჩამოშლილია – ისინი ადგილებსაც გაყიდიან და ერთმანეთსაც

„ნაციონალური მოძრაობა“, ტელეპროდუქტი, ის უკვე წლებია, ჩამოშლილია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ განაცხადა.
მდინარაძის თქმით, პარტია უბრალოდ, სატელევიზიო სივრცეში არსებობს.
„და იქიდან ასაზრდოებს თავის ამომრჩეველს, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ე.წ. ხუთიანის ფაქტორი მუშაობს. რა თქმა უნდა, ისინი ადგილებსაც გაყიდიან და ერთმანეთსაც, იმიტომ, რომ ეს არის მათი პოლიტიკური ცხოვრების წესი“, – დასძინა მამუკა მდინარაძემ, ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიულ სიებს უკავშირდებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ