მამუკა მდინარაძე – ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს, ამაზე ანტიდასავლური კამპანია ვერ წარმომიდგენია

ზოგიერთი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილს მოდერნიზაციის სიმბოლოს უწოდებს, ამაზე ანტიდასავლური კამპანია მე ვერ წარმომიდგენია. ჩემთვის ეს არის ანტიდასავლური კამპანია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩემთვის უფრო ანტიდასავლური, ანტიევროპული არაფერია, ვიდრე ის სიცრუე, დეზინფორმაცია და „ნაცების“ მმართველობის, უკაცრავად ჟარგონისთვის, „გაპრავება“ და თუნდაც მათი დღევანდელი საბოტაჟი, ვიდრე თავად ეს კამპანია. როგორ შეიძლება დასავლური კამპანიის ფარგლებში ჯდებოდეს ის ნარატივი, რომ ამ ქვეყანაში დასავლეთის წარმომადგენლები შეიძლება იყონ „ნაცმოძრაობა“ და მისი სხვადასხვა განშტოებები, ამაზე ანტიდასავლური ვერაფერი წარმომიდგენია“, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება