მამუკა მდინარაძე – ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს – ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ჟინის, ბრძოლის, პროგრესის, დაუჯერებელი გამარჯვებების გაგრძელებას ელოდება ქვეყანა

დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს“- ასე მიმართავს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს.
მდინარაძე ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას უსურვებს და აღნიშნავს, რომ ანთებული თვალებით დადის ხალხი, რაც შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა.
„ქვეყანა გაირინდა დღევანდელი თამაშის მოლოდინში. ასეთი ბედნიერი და ამაყი ქართველები ადრე არასდროს მინახავს. ანთებული თვალებით დადის ხალხი. ეს შეძლო ჩვენმა ეროვნულმა ნაკრებმა!
ბიჭებმა სასწაული უკვე მოახდინეს და ამ საოცარი ჟინის, ბრძოლის, პროგრესის, დაუჯერებელი გამარჯვებების გაგრძელებას ელოდება ქვეყანა!
დღეს რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ უკვე გმირები ხართ ეროვნული ნაკრები, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ჩვენ კი სულ თქვენი მომდევნო გამარჯვებების რწმენით ვიცხოვრებთ, ისევე როგორც დღეს!!!
გამარჯვება ბიჭებო!!!“ ,- წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება