მაკრონი და ბაიდენი “ოცნებას”: პატივი ეცით საზოგადოებას ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით

“პრეზიდენტები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, მმართველ პარტიას პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით”, – განაცხადეს საფრანგეთისა და -ის ლიდერებმა, ემანუელ მაკრონმა და ჯო ბაიდენმა შეხვედრაზე.
პრეზიდენტების განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ და საფრანგეთი ადასტურებენ საქართველოს მიმართ ერთგულებას და რომ ევროატლანტიკურ გზაზე მისი მოსახლეობის გვერდით დგანან.
“შეერთებული შტატები და საფრანგეთი ადასტურებენ თავიანთ ერთგულებას, დგანან საქართველოს ხალხის გვერდით მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებში. პრეზიდენტები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, მმართველ პარტიას პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით. შეერთებული შტატები და საფრანგეთი მხარს უჭერენ სამხრეთ კავკასიაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე, ასევე სუვერენიტეტის, საზღვრების ხელშეუხებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებზე. ისინი მხარს უჭერენ შემდგომ რეგიონულ ინტეგრაციას სამხრეთ კავკასიაში, რეგიონის ყველა მოსახლეობის საკეთილდღეოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.