მაკა ბოჭორიშვილი – გრძელდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება – ეს მიანიშნებს იმაზე, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალები იმისთვის იყენებენ, რომ არჩევნების შედეგებზე გარკვეული გავლენა მოახდინონ

გრძელდება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება – ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალები იმისთვის იყენებენ, რომ ს შედეგებზე გარკვეული გავლენა მოახდინონ, – ასეთია პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის პოზიცია გამოცემა POLITICO-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომლის თანახმად, ევროკავშირი მზადაა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმება გააუქმოს.
ბოჭორიშვილი აღნიშნულს „სპეკულაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობებში ამის წინაპირობები არ არსებობს”.
„ევროკავშირის მხრიდან რისი მოსმენაც შეიძლებოდა, ყველაფერი ივლისში მოვისმინეთ. ვნახეთ, რომ სხვადასხვა ინსტიტუტის მხრიდან გარკვეული წინადადებები იყო მომზადებული. ასევე ევროკავშირის საბჭოს საკმაოდ კრიტიკული დასკვნა ვნახეთ, სადაც მსგავსი საკითხი ასახული არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ისეთი საკითხია, რაზეც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებიან, თუმცა გრძელდება უვიზო მიმოსვლის საკითხით სპეკულირება. ეს პირდაპირ მიანიშნებს იმაზე, რომ არის საკითხები, რასაც ზოგიერთი ძალები იმისთვის იყენებენ, რომ გარკვეული გავლენები მოახდინონ არჩევნების შედეგებზე. იყენებენ იმისთვის, რომ შანტაჟის ენით დაელაპარაკონ ქართველ ხალხს და გავლენა მოახდინონ მათ გადაწყვეტილებებზე არჩევნების პროცესში. ამ თემით სპეკულირებას სხვა ახსნა არ აქვს, რადგან შეუძლებელია, წინასწარ საუბრობდე არჩევნების დარღვევებზე, მაშინ, როცა არჩევნები წინაა. საქართველოში არჩევნების ჩატარების გამოცდილება არის და მსგავსი დრამატული შეფასებების გაკეთების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
19 სექტემბერს, POLITICO-სთან საუბრისას ევროკომისიის სპიკერმა განაცხადა, რომ “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, თუ მმართველი პარტია “ქართული ოცნება” გააგრძელებს ავტორიტარულ ტრაექტორიას, “ვიზალიბერალიზაციის სქემის პოტენციურად დროებით შეჩერების ჩათვლით”.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“