ლაშა ფარულავა – 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, შეიცვლება თუ არა ქვეყნის საგარეო კურსი და ტრაექტორია – ნორმალური განვითარების გზაზე დარჩენისთვის საჭიროა დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვონ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრის ლაშა ფარულავას განცხადებით, ინდივიდუალური სავიზო სანქციების დაწესების შემდეგ, ახლა მეორე ტალღაა მოსალოდნელი.
როგორც ფარულავამ „პალიტრანიუსს“ განუცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის 26 ოქტომბრის , სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის საგარეო კურსი და ტრაექტორია.
-მ უკვე მიიღო გადაწყვეტილება და სავიზო სანქციები დაუწესდა არა მხოლოდ მთავრობის, ასევე პარლამენტის წევრებსაც, „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირებსაც. ახლა ველოდებით სანქციების მეორე ტალღას, რომელიც ინდივიდუალურ ფინანსურ სანქციებს გულისხმობს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის 26 ოქტომბერი, სადაც ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის საგარეო კურსი და ტრაექტორია შეიცვლება თუ არა. ფაქტია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ „რუსული კანონით“ შეცვალა კურსი და ტრაექტორია. ამიტომ, ქვეყანა ნორმალური განვითარების გზაზე რომ დარჩეს, ამისთვის საჭიროა დემოკრატიულმა ძალებმა გაიმარჯვონ“, – განაცხადა ფარულავამ.
მისი თქმით, დასავლური ქვეყნის არაერთმა ლიდერმა უკვე განაცხადა, რომ ე.წ. რუსული კანონი ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას.
ლაშა ფარულავას განცხადებით, ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იქნება მსჯელობა და მიიღებენ გადაწყვეტილებას.
„დარწმუნებული ვარ, ყველა დაელოდება არჩევნებს იმიტომ, რომ არჩევნები განსაზღვრავს ქართველი ხალხის პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დიდი აქცია ჩატარდა თბილისში, რომელიც მათ შორის, გამოხატავდა ქართველი ხალხის ნება-სურვილს, რომ გაგრძელდეს ევროინტეგრაცია, მაინც მთავარი იქნება 26 ოქტომბერი. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბრამდე გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული და 26 ოქტომბერს თავად ქართველი ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს საქართველოს მთავრობაში. დარწმუნებული ვარ, მთავრობაში დემოკრატიული ძალები მოვლენ დაა გააუქმებენ არა მხოლოდ „რუსულ კანონს“, არამედ ქვეყანას წაიყვანენ წინ, ევროკავშირისკენ“, – განაცხადა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება