ლატვიის თავდაცვის მინისტრი – ნატო-ს რუსეთთან დიალოგში მკაცრი მიდგომა ესაჭიროება

ნატო-ს რუსეთთან დიალოგში მკაცრი მიდგომა ესაჭიროება, – ამის შესახებ ლატვიის თავდაცვის მინისტრმა, ანდრის სპრუდსმა ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩვენ ძალის პოზიციიდან უნდა ვიმოქმედოთ და ვისაუბროთ. აგრესორი სახელმწიფოა. ჩვენ აქედან უნდა გამოვიდეთ, იმის გაგებით, რომ ეს შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს“, – განაცხადა ანდრის სპრუდსმა.
ანდრის სპრუდსმა აღნიშნა, ალიანსმა პოტენციური აგრესიისგან საზღვრების დაცვა უნდა გააძლიეროს.
„რუსეთთან და ბელარუსთან ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვარი უნდა გაძლიერდეს“, – აღნიშნა სპრუდსმა. სპრუდსის თქმით, ალიანსმა სთან დაახლოება არ უნდა გააჭიანუროს.
„ვილნიუსში შევთანხმდით, რომ უკრაინა გაწევრიანებისკენ სვლას გააგრძელებს. ვაშინგტონამდე კი ბევრი პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმა შეგვიძლია“, – განაცხადა ლატვიის თავდაცვის მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი – ისრაელი-ჰეზბოლას კონფლიქტზე – მხარეებმა სრულმასშტაბიანი ომის ზღვრიდან უკან უნდა დაიხიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება უფრო ფართო ომის პერსპექტივა, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს