კრიტიკამაც არ დააყოვნა, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ “გარესამთავრობო” ორგანიზაციები

კრიტიკამაც არ დააყოვნა, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ “გარესამთავრობო” ორგანიზაციები
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივის ირგვლივ რადიკალების მხრიდან ამტყდარ აჟიოტაჟს ეხმიანება.
მდინარაძე ირონიულად წერს, რომ თუ არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება, მაშინ მას არასამთავრობო კი არა, „გარესამთავრობო“ ორგანიზაცია უნდა ერქვას.
„როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება!
P. S. კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები.
მაგალითად,
NED – აფინანსებს -ს მთავრობა
GIZ – აფინანსებს გერმანიის მთავრობა
USAID – აფინანსებს აშშ-ს მთავრობა
UNDP – აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია
EED – აფინანსებს ევროკავშირი
NDI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი
IRI – აფინანსებს აშშ-ს ცენტრალური ბიუჯეტი…
ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა! „ – წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნონ საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ასევე დაგაინტერესებთ

დაახლოებით 26 ორგანიზაციაა, რომლებსაც პირდაპირი კავშირი აქვთ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან, დანარჩენები კი – იღებენ მონაწილეობას ანტისახელისუფლებო კამპანიებში და ხელისუფლების დისკრედიტაციას ახდენენ

ეს კვაზისამოქალაქო ორგანიზაციები თავს „არჩევნების დამკვირვებლად“ ასაღებენ და იჩემებენ იმის უფლებას, რომ „მიუკერძოებელი“ ვერდიქტი გამოიტანონ – რასაკვირველია, ისინი მიკერძოებულები იქნებიან, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას