კორძაია: ჩვენ დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის დაცვას

საქალაქო სასამართლო ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნაზე ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, თამარ კორძაიას სარჩელს განიხილავს.
კორძაიამ სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ემიგრანტების ხმის უფლების დაცვას სასამართლოს მეშვეობით ეცდებიან.
ს განკარგულებით, უცხოეთში სულ 60 უბანი გაიხსნება – 42 ქვეყნის 53 ქალაქში. კორძაია აცხადებს, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები 50-ზე მეტი ქალაქიდან ითხოვენ ხმის უფლებას, თუმცა “ქართული ოცნება ცესკოს მეშვეობით ემიგრანტების არჩევნებში ჩართულობას ხელს უშლის”.
“ჩვენ დღეს სასამართლოს მეშვეობით ვეცდებით ემიგრანტების ხმის დაცვას. მე იმედი მაქვს, რომ სასამართლო მაინც იქნება გაბედული და კონკრეტული მოსამართლეები მაინც აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას და დაიცავს ჩვენი ემიგრანტების უფლებას, რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ თავიანთი პოლიტიკური არჩევანი. სამწუხაროდ, ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს თითოეული მოქალაქისთვის ხმის მიცემის პირობები, ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს და ჩვენს დასაბუთებულ არგუმენტებზე, მოქალაქეების მიერ წარდგენილ განცხადებებზე ამბობს, რომ ეს მისი საქმე არ არის”- თქვა კორძაიამ.
როგორც კოალიციის ლიდერი ამბობს, ცეკოს მტკიცება იმაზე, რომ მხოლოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სიების ფარგლებში მოქმედებენ, ტყუილია.
“ცესკო ამბობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების სურვილი, რომ სურთ ხმის მიცემა და ამ განცხადებების განხილვა, რომელიც დაიწერა ჩვენი მოქალაქეების მიერ, მსოფლიოს 50-ზე მეტი ქალაქიდან, თურმე მათი კომპეტენცია არ არის და მისი ფუნქციონირება მაშინ რისთვის არის კანონით განსაზღვრული ამაზე მათ პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული სიების ფარგლებში მოქმედებენ მხოლოდ, მაგრამ ისინი ამ დროს იტყუებიან. ჩვენ ვეცდებით დღეს სასამართლოზე წარვადგინოთ ეს არგუმენტები. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ ვართ მართლები კანონის და სამართლის წინაშე, მაგრამ ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო”- აცხადებს კორძაია.

ასევე დაგაინტერესებთ