კობახიძე მოწვევის გაუქმებაზე: ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი

პრემიერმინისტრი “ბავშვურ საქციელს” უწოდებს -ის პრეზიდენტის ს გადაწყვეტილებას, ტრადიციულ მიღებაზე მისი მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.

ანტიდასავლურ რიტორიკას ავითარებს და აღნიშნავს, რომ ბაიდენთან ვახშამზე ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერები იყვნენ მიწვეულები.

“რაც შეეხება გაუქმებულ მიწვევას ვახშამზე, ხელის ჩამორთმევაზე – ეს იყო ერთგვარი ბავშვური ნაბიჯი. ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწიფო და გაბუტვა არ არის ის, რაც შეშვენის ამხელა სახელმწიფოს. ეს ბავშვური საქციელია, რაც არ შეშვენის. რაც შეეხება ხელის ჩამორთმევას – ამ ხელის ჩამორთმევას, თუ ვახშამს – რაც იყო, ესწრებოდა რამდენიმე ათეული ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, დანარჩენი დასკვნები თქვენ თვითონ […]
ბაიდენმა მიიწვია რამდენიმე ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი. იქ მიწვეული იყო 150-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი, საიდანაც დაახლოებით ნახევარი არის ავტორიტარული, მათ შორის გაფორმებული ავტორიტარული – კონსტიტუციურად. არც ერთს არ დავასახელებ რა თქმა უნდა. რამდენიმე ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერს რომ იწვევ, უმასპინძლდები, და საქართველოს უუქმებ მოწვევას, აქედან საზოგადოებამ ხომ უნდა გამოიტანოს დასკვნებს”, – თქვა კობახიძემ.
***