კობახიძე მადლობას უხდის ორგანიზაციებს, რომლებიც “აგენტების” ბაზაში დარეგისტრირდნენ

პრემიერმინისტრმა ირაკლი მ მადლობა გადაუხადა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც რუსული კანონის ფარგლებში “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად” დარეგისტრირდნენ.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ რეგისტრაციისთვის იუსტიციის სამინისტროს 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ მიმართა.
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განაცხადით 450-ზე მეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ანუ უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციების დიდმა ნაწილმა მიმართა. საზოგადოების წინაშე გამოვლენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მადლობა მინდა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას. ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია”, – თქვა კობახიძემ.