კობახიძე ბუნდესტაგის წევრებზე: არაა მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გამო

პრემიერმინისტრი ამბობს, რომ ბუნდესტაგის წევრებთან მისი შეხვედრა მიზანშეწონილი არაა. როგორც მან ჟურნალისტებთან თქვა, ეს სხვადასხვა ფაქტორითაა გათვალისწინებული. მან გაიხსენა ბუნდესტაგის დეპუტატი მიხაილ როთი, რომელმაც მაისში თბილისში ვიზიტის დროს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს სცენიდან მიმართა.
“მეც მთხოვეს შეხვედრა, მაგრამ მე მგონი, არ არის მიზანშეწონილი ჩემი შეხვედრა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ამ დეპუტატებთან, მათ შორის იმ აქტის გათვალისწინებით, რაც ერთ-ერთმა მათმა კოლეგამ განახორციელა რამდენიმე თვის წინ. თქვენ გახსოვთ, იყო ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი ჩამოსული საქართველოში, მას შეხვდა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი პარლამენტარი და ამის შემდეგ, რამდენიმე საათში ის აღმოჩნდა რადიკალური ოპოზიციის მიერ მოწყობილ აქციაზე პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო რევოლუციურ მცდელობაში. ასეთი აქტები არის მიუღებელი, ასეთ ფონზე ჩვენთვის შეხვედრები არის მიუღებელი, ამ შემთხვევაშიც ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრი შეხვდება ბუნდესტაგის დელეგაციას, იმისათვის, რომ გაუზიაროს ჩვენი სათქმელი, თუმცა რამდენად იქნება ეს შედეგიანი, გამოჩნდება”, – თქვა მ.
გერმანელი დეპუტატების დელეგაცია ოპოზიციის წევრებს პარლამენტში შეხვდა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
ქართული ოცნებიდან გერმანელ კოლეგებს არც პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა. მათთან დიალოგი მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გამართა, რომელიც პაპუაშვილის არ ყოფნას იმერეთში ვიზიტით ამართლებს. მმართველი პარტიის ლიდერები ს მიერ დაფუძნებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულების გამოსაშვებ ცერემონიას ესწრებიან.