კობახიძემ გაეროდან ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მიმართა, თუმცა არ ახსენა რუსეთი

პრემიერმინისტრმა მ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ახსენა ოკუპაცია, თუმცა არ უხსენებია ოკუპანტი ქვეყანა – .
“მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტერიტორიის 20% უკანონოდ ოკუპირებულია, ჩვენ ვაგრძელებთ წინსვლას, ზრდას და ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენმა შვილებმა იცხოვრონ უკეთეს, უფრო ძლიერ და უფრო ღირსეულ საქართველოში”, – თქვა მ.
მან ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიმართა.
“მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მივმართო ჩვენს ხალხს საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს სა და ცხინვალის რეგიონში. რასაც ვაკეთებთ, ამას ჩვენი ხალხისთვის ვაკეთებთ, რათა ერთ დღეს, შვილებთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან, ბედნიერ და განვითარებულ საქართველოში. აქეთა მხარეს ჩვენ ყოველთვის გულგახსნილი შეგხვდებით, ყველა ჩატეხილი ხიდი ჩვენ უნდა ავაშენოთ ჩვენს ქვეყანაში”, – თქვა მან.