კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებზე მასირებული სარაკეტო შეტევაა

დღეს დილით, ს სამხედრო ძალებმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქებზე. რამდენიმე აფეთქება მოხდა კიევში. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, მუშაობს საჰაერო თავდაცვის სისტემა. კლიჩკომ კიეველებს მოუწოდა, თავშესაფრები არ დატოვონ.
უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, აფეთქებებია დნიპროსა და ზაპოროჟიეშიც. BBC-ს კორესპონდენტის ინფორმაციით, რამდენიმე აფეთქება მოხდა ქალაქ ლვოვშიც.
ჯერჯერობით გაურკვეველია აფეთქებები გამოწვეულია რუსული რაკეტების მიზანში მოხვედრით, თუ უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ მათი მოგერიებით.
რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმის გამო უკრაინის პრაქტიკულად მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამთენიისას გამოცხადდა. საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერტორიას რაკეტებით შეუტიეს Ту-95мс ტიპის ბომდამშენებიდან და შავი ზღვიდან.
დღევანდელი მასირებული შეტევის წინ რუსეთის სამხედრო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს პოლტავის ოლქის ქალაქ მირგოროდზე. ამ ქალაქში უკრაინის არმიის საავიაციო ბაზა მდებარეობს. სარაკეტო დარტყმის შედეგები ჯერჯერობით უცნობია.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს