კვარაცხელიამ გაიტანა – “ნაპოლი” პირველი ტაიმის შემდეგ “მონცას” 2:0 ამარცხებს [VIDEO]

სერია A-ს მეექვსე ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ „მონცას“ 2:0 ამარცხებს.
მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ ინიციატივას და პოლიტანომ ტურატის კარი დალაშქრა. შემდეგ კვარაცხელიამ პერეირასთან ბურთზე ბრძოლაში ყვითელი ბარათი მიიღო. 33-ე წუთზე კი ხვიჩამ გაიტანა და ანგარიში გაზარდა. მერე „კვარა“ დრიბლინგისას იცომ წესების დAრღვევით შეაჩერა და მსაჯმა ყვითელი ბარათი უჩვენა.
ნაპოლი – მონცა
გოლები: 1:0 პოლიტანო (22), 2:0 კვარაცხელია (33)