“მინდა ვთქვა გოგა ხაინდრავაზე. გეტყვით ტიპაჟი ვინ არის. ეს ქართველთმოძულე ამტკიცებს, რომ თბილისის ომის დროს მე ციხეში ვიყავიო. მე ახლა სახელებს ვიტყვი ვინ გამოიყვანა ის ციხიდან და სად მივიდა პირველი, გაქანებული თბილისის ომის დროს. ნოდარა იყო მხედრიონელი და კოტიკო – კოტიკას ვეძახოდით. რომ გამოიყვანეს, მივარდა თბილისის ომში – სასტუმროში, თბილისის სასტუმრო ერქვა მაგას. ავტომატით, როგორც საჭიროა, სამხედრო ფორმა – რამე, იმ წუთში გამოიცვალა. მაგის მერე, სამეგრელოს ეგზეკუციაში მიიღო მონაწილეობა. იქ სკოლა იყო თუ სკოლა-ინტერნატი იყო, დაზუსტებით არ ვიცი, მაგრამ იქ მაგ მამაძაღლმა, მაშინ იყო ნარკოტიკი ყაყაჩო, ეხლა როა გეროინი და ისინი… ყაყაჩო გაიკეთა, მაგრამ უანგიდრიდოდ. რაღაცაა ის, მე ზუსტად არ ვიცი. დაწითლდა, რაღაცა… საიდან ვიცი ეხლა მე მაგი – ვინც მაქ მონაწილეობას იღებდა, ისინი მერე ჩემს ბატალიონში იყვნენ. ამაზე მეუბნებოდნენ, ამას რა უნდა სახელმწიფო მდივნადო და აქედან ვიცი ეგა – ზუსტად ვიცი და მიტომ. დაჟე, ხაკის ბუშლატა ეცვაო, აი ეს ხაკის ბუშლატაო – ალბათ იქიდან აქვსო, ასეთ დეტალებში ვიცი რა. მაგან მთელი ცხოვრება გაიარა ისე, რომ სადაც მივიდა, იქ ყველგან ქართველი კაცის სისხლი დაიღვარა. ვეკითხები ხელისუფლებას – მეტი გამპრავებელი ვერ ნახეთ? ისე როგორ გაგიჭირდათ, რომ ქართველთმოძულეს უხდით ფულს?!” | ამბობს კახა კალაძის სიძე, პაატა აბულაძე ოცნების პროპაგანდისტ გოგა ხაინდრავაზე საუბრისას. [სტილი დაცულია]




