ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ საარჩევნო სიას.
მისივე შეფასებით, აღნიშნული სია წარმატებული და პროფესიონალი ადამიანებისგან შედგება.
„ჩვენი გუნდის საარჩევნო სია დაკომპლექტებულია წარმატებული, პროფესიონალი ადამიანებით. ყველაზე მთავარი – მათ აქვთ ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი და პატიოსნება. შესაბამისად, ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, რომელიც მოახლოებულ არჩევნებს კონსტიტუციური უმრავლესობით მოიგებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.