კახა კალაძე დავით ზალკალიანზე – არ გადამდგარა, ტყუილია, არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტყუილია ინფორმაცია, თითქოს -ში საქართველოს ელჩმა, დავით ზალკალიანმა თანამდებობა დატოვა.
მ ასევე ტყუილი უწოდა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დავით ზალკალიანსა და პრემიერ-მინისტრ ს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.
„სწორი ინფორმაცია არ არის. თუ რაიმე ცვლილებები მოხდება, ეს დამალული ხომ ვერ იქნება? საზოგადოება ყველაფერს გაიგებს. რასაც თქვენ ავრცელებთ, ტყუილი და არასწორია. არ გადამდგარა, ტყუილია არანაირი კონფლიქტი არ ყოფილა“,- განაცხადა კალაძემ.
„მთავარი არხის” ინფორმაციით, აშშ-ში პრემიერ ირაკლი სა და საქართველოს ელჩს, დავით ზალკალიანს შორის კონფლიქტი მოხდა, რის შემდეგაც ზალკალიანმა თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. მათივე ინფორმაციით, ელჩსა და „ქართული ოცნების” პრემიერს შორის კონფლიქტი შეხვედრების გაუქმებას მოჰყვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ზალკალიანის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებაში განუცხადეს, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ასევე დაგაინტერესებთ