კალაძე GWP-ზე – ,,ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ გასხვისებული იყო რუსულ კომპანიაზე“

დედაქალაქის მერმა დღეს თბილისის წყალმომმარაგებელი კომპანიაზე საუბრისას თქვა, რომ GWP საქართველოში “ნაციონალური მოძრაობის” დროს შემოვიდა.
მან „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერზე” საუბრისას ახსენა წინა ხელისუფლება და თქვა: “მაშინ, ბევრი სტრატეგიული ობიექტი გასცვისებულ იქნა რუსულ სახელმწიფო კომენანიებზე. ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ გასხვისებული იყო რუსულ კომპანიაზე”.
,,აღნიშნული კომოანია არის შემოყვანილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, როდესაც ისინი ყველაფერ რუსულს მიესალმებოდნენ. მაშინ, ბევრი სტრატეგიული ობიექტი გასცვისებულ იქნა რუსულ სახელმწიფო კომენანიებზე. ესეც ერთ-ერთი მაგალითია იმის, რომ გასხვისებული იყო რუსულ კომპანიაზე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – GWP-ის ქსელი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია ამ კომპანიასთან და ყველა დიდ პროექტში მოგვყვება იმისთვის, რომ ქსელი განახლდეს“

ასევე დაგაინტერესებთ

უკრაინული ქვედანაყოფის მეთაური – ვოლჩანსკის აგრეგატის ქარხნის გათავისუფლება ავიწროებს ოკუპანტების კონტროლის ზონას და უკრაინელებს მთელი ქალაქის საბოლოო გათავისუფლების საშუალებას აძლევს