იქნება ოსიმენის დიდი დაბრუნება იტალიაში? – რას ამბობენ “იუვენტუსში” ვლაჰოვიჩის გაყიდვასა და ნიგერიელის შესაძლო დამატებაზე

ბოლო პერიოდში სპორტულ მედიაში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ “იუვენტუსს” “ნაპოლის” საკუთრებაში და “გალათასარაიში” იჯარით მოთამაშე ნიგერიელი ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის დამატება სურს.
იტალიური პრესა გვამცნობს იმასაც, რომ თუ “ვეკია სინიორამ” ეს ყოველივე მოინდომა, მაშინ დუშან ვლაჰოვიჩი უნდა გაასხვისოს. ამ თემასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი “ნაპოლის” ყოფილმა და “იუვენტუსის” ამჟამინდელმა სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ გააკეთა.
“დუშანის გაყიდვა და ოსიმენის დამატება? – ვლაჰოვიჩს უდიდესი პერსპექტივა და პოტენციალი აქვს. დარწმუნებული ვარ, სერბთან მალე ახალ კონტრაქტს გავაფორმებთ”, – ციტირებს ჯუნტოლის ფაბრიციო რომანო.

ასევე დაგაინტერესებთ