იტალიის პრემიერ-მინისტრი – „მშვიდობისა“ და „კაპიტულაციის“ ერთმანეთში არევა ფარისევლურია

„მშვიდობისა“ და „კაპიტულაციის“ ერთმანეთში არევა ფარისევლურია, – ამის შესახებ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მელონის განცხადება სთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ გაფორმებულ შეთანხმებას მოყვა.
იტალიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ შეთანხმება ვალდებულებებს საზღვრავს, რომლებიც იტალიამ “დიდი შვიდეულის” სხვა წევრებთან ერთად გასული წლის ივლისში ვილნიუსის ნატო-ს სამიტზე აიღო.
„უკრაინის მხარდაჭერას ვაგრძელებთ იმაში, რასაც ყოველთვის, როგორც იცით, ერის თავდაცვის სამართლიან უფლებად ვთვლიდი. ეს აუცილებლად ითვალისწინებს სამხედრო დახმარებასაც, ვინაიდან ფართოდ გამოყენება სიტყვა „მშვიდობის”, როგორც ამას შვრებიან, „კაპიტულაციასთან“ არევა – ეს ფარისევლური მიდგომაა, რომელსაც არასდროს გავიზიარებთ“, – განაცხადა მელონიმ.
მან ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება უკრაინისთვის ასეთი დახმარების სისტემატიზების საშუალებას იძლევა.
მელონის თქმით, საჭიროა ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც დაეხმარება უკრაინას “მომავალს შეხედოს – სამრეწველო დარგში, ენერგეტიკულ სფეროში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის სფეროში” და ასევე ჰუმანიტარულ დახმარებასაც ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება