ისრაელის არმია აცხადებს, რომ დარტყმებს ახორციელებს ჰუთების ობიექტებზე იემენში

ისრაელის არმია 29 სექტემბერს აცხადებს, რომ დარტყმებს ახორციელებს ჰუთი მეამბოხეების რამდენიმე სამიზნეზე იემენში, ათობით სამხედრო თვითმფრინავის გამოყენებით.
“მასშტაბურ საჰაერო ოპერაციაში, ათობით საჰაერო ხომალდმა, მათ შორის საბრძოლო თვითმფრინავებმა, საწვავის და სადაზვერვო ხომალდებმა შეტევა მიიტანეს ჰუტების ტერორისტული რეჟიმის სამხედრო გამოყენების სამიზნეებზე იემენის რას ისას და ჰოდეიდას არეალებში” – აცხადებს არმიის პრესმდივანი, კაპიტანი დავიდ ავრაჰამი.
ლიბანში მოქმედ ჰეზბოლასთან ერთად, იემენელი ჰუთები არიან ირანის ე.წ. წინააღმდეგობის ღერძისა – ანუ ირანის მოკავშირეების და მის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფების ქსელის, რომელიც ისრაელს და -ს უპირისპირდება.
ჰეზბოლა გასამხედროებული ჯგუფი და პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ჰეზბოლას შეერთებული შტატები ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, ევროკავშირს მხოლოდ მისი შეიარაღებული დაჯგუფება ჰყავს შეყვანილი შავ სიაში. ორგანიზაციის ლიდერი, ჰასან ნასრალა მოკლულ იქნა 27 სექტემბერს, ს მიერ ბეირუთზე მიტანილი შეტევის შედეგად.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – ჩვენი შვილების თაობა ნარკომანიამ წალეკა – ივანიშვილი, რომელსაც ქართველად მოაქვს თავი, კახელებს ელაპარაკება აღა-მაჰმად-ხანზე, 3 თუ 4 წლის წინ აქ მარიხუანას პლანტაციების კანონი შემოჰქონდა

მამუკა ხაზარაძე – როდესაც კარებს გიხურავენ ამერიკისა და ევროპის – სტრატეგიული პარტნიორების არენაზე, ქვეყანას წინ ვერ წაიყვან – ოთხ კვირაში ივანიშვილის და რუსული ოცნების ეპოპეა დამთავრდება