ისრაელის არმია აცხადებს, რომ ბეირუთში დაბომბა ჰეზბოლას შტაბი

ისრაელის არმია (“ცაჰალი”) აცხადებს, რომ სარაკეტო დარტყმა განახორციელა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში მდებარე დაჯგუფება “ჰეზბოლას” ცენტრალურ სამხედრო შტაბზე.
ს თანახმად შტაბი საცხოვრებელი შენობის ქვეშ მდებარეობდა.
ჰეზბოლა სამხედრო ჯგუფიც არის და პოლიტიკური პარტიაც, რომელიც სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ამერიკის შეერთებული შტატები მას ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, თუმცა ევროკავშირმა შავ სიაში მხოლოდ მისი შეიარაღებული ფრთა შეიყვანა.
გამოცემა „უნეტი“ წერს, რომ თავდასხმის მიზანი იყო ასევე ჰეზბოლას ლიდერის ჰასან ნასრელას ბუნკერი. საუდის ტელეკომპანია Al Hadath-ის ცნობით ნასრელა გადაურჩა თავდასხმას და ის უსაფრთხო ადგილას იმყოფება.
“როიტერი” მრავალი აფეთქების შესახებ იუწყება. გამოცემის თანახმად ეს იყო ყველაზე მძლავრი აფეთქება ბეირუთში ჰეზბოლას და ისრაელს შორის მიმდინარე თითქმის ერთწლიან კონფლიქტში. “ალ-არაბიას” ცნობით, დაბომბვის შედეგად ქალაქში დაინგრა 6 შენობაზე მეტი.
მანამდე ჰეზბოლამ განაცხადა, რომ 27 სექტემბერს რაკეტები ისროლა კირიატ-ატასკენ, რომელიც მდებარეობს ქალაქ ჰაიფას მახლობლად, საზღვრიდან 30 კილომეტრში და ქალაქ ტიბერიასის მიმართულებით. მისი თქმით, ეს თავდასხმები იყო პასუხი ისრაელის მხრიდან ლიბანის სოფლებსა და ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაზე.