ირაკლი ფავლენიშვილი – საქართველოს ხელისუფლება კრემლის დავალებას ასრულებს – მთავარი ინსტრუქციაა, მოვახდინოთ ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია

საქართველოს ხელისუფლება ასრულებს კრემლის დავალებას. მათი მთავარი ინსტრუქციაა, წარსულის გადაფასების დროს ჩვენ ვისაუბროთ არა დანაშაულზე, არა ოკუპაციაზე, არა ეთნოწმენდაზე, რომელიც რეალურად მოხდა, არამედ გაუგებარ დანაშაულებზე ორივე მხრიდან, – ამის შესახებ “ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.
ს განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში, მთავარი ინსტრუქციაა, „მოვახდინოთ „ ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია“.
„პირდაპირ ვამბობ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, მთავარი ინსტრუქციაა, რომ მოვახდინოთ ჩვენი ტერიტორიული დანაწევრების ლეგიტიმაცია, იმ სუბიექტების დამოუკიდებლობა ვაღიაროთ, რომლებიც აბსოლუტურად არალეგიტიმურები არიან. ისინი წარმოადგენენ ს ოკუპაციის შედეგად შექმნილ რეჟიმებს. წარსულის გადაფასების დროს ჩვენ ვისაუბროთ არა დანაშაულზე, ოკუპაციასა და ეთნოწმენდაზე, რომელიც რეალურად მოხდა, არამედ გაუგებარ დანაშაულებზე ორივე მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა, რომლის კომენტარსაც ,,ერთიანობა -ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ