ირაკლი კობახიძე – 1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას – ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც ერთდროულად იქნება ამბიციურიც და განხორციელებადიც

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით „ქართული ოცნება“ 1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას ახალ საარჩევნო პროგრამას წარუდგენს.
მისივე განმარტებით, პროგრამა, რომელსაც პარტია წარადგენს „ერთდროულად იქნება ამბიციურიც და განხორციელებადიც.“
„1-ელ ოქტომბერს საზოგადოებას წარვუდგენთ „ქართული ოცნების“ ახალ საარჩევნო პროგრამას. ეს იქნება ერთადერთი პროგრამა, რომელიც ერთდროულად იქნება ამბიციურიც და განხორციელებადიც. ჩვენი საარჩევნო პროგრამით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს წინსვლა ყველა მიმართულებით: დაწყებული ეკონომიკური ზრდით და დამთავრებული ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებით.
ყოველგვარი განვითარება შეუძლებელია თუ არ გვექნება მშვიდობა და სიმშვიდე ქვეყანაში“, – განაცხადა მ.