ირაკლი კობახიძე – ჩვენი ბრძოლა და შრომა დღეს იქნება უკომპრომისო, როგორც არასდროს

ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს თვითმყოფადობა თავგანწირული ბრძოლითა და შრომით, სისხლითა და ოფლით შემოგვინახეს და მის შესანარჩუნებლად ჩვენი ბრძოლა და შრომა დღეს იქნება უკომპრომისო, როგორც არასდროს , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მ საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მ 2020 წლის ს შემდეგ ქრონოლოგიურად გაიხსენა ის პოლიტიკური მოვლენები, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ვითარდებოდა.
„მინდა, შეგახსენოთ განვლილი ოთხი წელიწადი, საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის საქმიანობის პერიოდი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ურთულესი გამოწვევებით იყო აღსავსე. ყველას გახსოვთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პერიოდი, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პარალელური ხმის დათვლის შედეგების გაყალბება, ოპოზიციის მხრიდან არჩევნების შედეგების არაღიარება და პარლამენტის რამდენიმეთვიანი საბოტაჟი. ასევე, ყველას გახსოვთ საბოტაჟის გარე მხარდაჭერა და 19 აპრილის გარედან თავს მოხვეული ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური შეთანხმება, რომელიც სამ მიზანს ისახავდა – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, სასამართლოზე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენების დაბრუნებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე რადიკალური ოპოზიციის კონტროლის დამყარებას.
ყველას გახსოვთ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაც, რამაც ქვეყნის განვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოებში დააბრუნა და სახელმწიფოს ღირსება შეუნარჩუნა. ყველას გახსოვთ შუალედში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ღალატი, რასაც რადიკალური ოპოზიციის მფარველების გათვლით, „ქართული ოცნების“ გუნდი უნდა ჩამოეშალა და ქვეყანა რიგგარეშე არჩევნებამდე უნდა მიეყვანა.
საბედნიეროდ, საქართველოს არაკეთილმოსურნეთა გეგმა ჩავარდა, „ქართული ოცნების: გუნდი გაიწმინდა, ქართველი ხალხის მხარდაჭერით 2021 წლის არჩევნებში კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამით საქართველოს არეულობა და დაგეგმილი ომი ავარიდეთ თავიდან.
ყველას კარგად გახსოვთ 2022 წლის მოვლენებიც – უმძიმესი ზეწოლა, რომელიც ქვეყანამ და ხელისუფლებამ ში ომის დაწყების დღიდან გამოიარა. გახსოვთ ღია მოწოდებები მეორე ფრონტზე, გახსოვთ მოთხოვნები სანქციებთან მიერთებისა და უკრაინაში მებრძოლი მოხალისეების გაგზავნის შესახებ, რომელთა გარშემოც ქუჩაში ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აქციები იმართებოდა. ყველას გახსოვთ უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილება, ამ ორი მოთხოვნის არშესრულების გამო საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ, რამაც მაშინ საზოგადოებაში სერიოზული მღელვარება გამოიწვია.
მოგვიანებით, ყველას გახსოვთ სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭების შესახებ, რის საფუძველზეც რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა ორგანიზაციებმა რევოლუციის მოწყობა სცადეს. ყველას გახსოვთ ურთულესი წელიწად-ნახევარი 2023 წლის დეკემბრამდე, რომლის განმავლობაშიც კანდიდატის სტატუსის თემა საქართველოში ე.წ. პოლარიზაციის ხელოვნურად გაღვივების უმთავრეს ინსტრუმენტად იყო ქცეული, თუმცა, ისიც ყველასა გახსოვთ, რომ „ქართული ოცნება“ ქართველ ხალხთან ერთად ამ ბრძოლიდანაც გამარჯვებული გამოვიდა და 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსი მიიღო.
ასევე, ყველას გახსოვთ გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებული მოვლენები. საუკუნის აფერა, უამრავი სიცრუე და ყალბი ბრალდება ლიბერალურ-ფაშისტური და ბოლშევიკური კამპანია და თავდასხმები პარლამენტარებზე, რასაც მათ ღირსებით უპასუხეს.
რევოლუციის ორი მცდელობის ფონზე, ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც გარედან მართული რევოლუციური მოვლენების გამჭვირვალობას ისახავდა ერთადერთ მიზნად და ეს კანონი, სრულიად თავხედურად, რუსულ კანონად მონათლეს. არაფერია იმაზე ქართული, ვიდრე ზრუნვა საქართველოს ეროვნული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაზე. სამი ათასი წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს თვითმყოფადობა თავგანწირული ბრძოლითა და შრომით, სისხლითა და ოფლით შემოგვინახეს და მის შესანარჩუნებლად ჩვენი ბრძოლა და შრომა დღეს იქნება უკომპრომისო, როგორც არასდროს“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ