ირაკლი კობახიძე “ქართულმა ოცნებამ” პრემიერობის კანდიდატად დაასახელა

პარტიის წესდების მიხედვით, კანდიდატი საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, წარუდგინა პოლიტსაბჭოს, რომელიც ამ შეთავაზებას დაეთანხმა.
“პირველ რიგში, მინდა პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადავუხადო პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს”, – ამ სიტყვებით დაიწყო მიმართვა მ.
ირაკლი კობახიძე ამ დრომდე “ქართული ოცნების” თავმჯდომარე იყო. ამ პოსტზე ის ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა.
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან 29 იანვარს გადადგა. უფრო ადრე, მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა “მთავარი არხის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მ. გადადგომამდე რამდენიმე საათით ადრე კი ინფორმაცია დაადასტურა “იმედმაც”.
30 დეკემბერს, როცა პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა, პარტია „ქართული ოცნების“ წესდებაში ცვლილება შეიტანეს. ის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობაზე აირჩიეს და სწორედ მას მისცეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის დასახელების უფლება.