ირაკლი კობახიძე – ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ ორ დღეში ორჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი – აქციების მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არანაირ სტიგმატიზაციას არ იწვევს და მასში ცუდი არაფერია

ორგანიზაცია „სირცხვილიამ“ ორ დღეში ორჯერ დაამტკიცა, რომ თავად არის სირცხვილი – აქციების მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არანაირ სტიგმატიზაციას არ იწვევს და მასში ცუდი არაფერია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „სირცხვილიას“ მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილების გაუქმებას.
კობახიძის თქმით, „სირცხვილია“ თავად გახდა „ლიბერალურ-ფაშიზმის მსხვერპლი“ და გადაწყვეტილება ამის გამო შეცვალეს.
„სირცხვილია“ იყო იმ აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, რომლითაც „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაპროტესტება ხდებოდა. საბოლოოდ, მთავარმა ორგანიზატორმა ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ კანონი არანაირ სტიგმატიზაციას არ იწვევს და მასში ცუდი არაფერია, მათ შორის ის, რომ კანონი არავითარ შეზღუდვებს არ აწესებს. ეს გუშინ საკუთარი პირით დაადასტურა „სირცხვილიას“ და საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა. რაც დღეს მოხდა, ესეც საინტერესოა – ორგანიზაცია „სირცხვილია“ თავადაა საქართველოში ლიბერალურ-ფაშისტური იდეოლოგიის ერთ-ერთი მთავარი შემომტანი, გუშინ ისინი თავად გახდნენ ლიბერალურ-ფაშიზმის მსხვერპლი, ამის გამო მოუწიათ იმ გადაწყვეტილების გადახედვა, რომელიც გუშინ მიიღეს. აქედან ჩანს, რა მძიმე ძალაა ის ძალა, რომელსაც უწევს საქართველოში ლიბერალურ-ფაშიზმის გავრცელება. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი იდეოლოგია ჩვენი ქვეყნისთვის. სიძულვილი, აგრესია, ფაშიზმი არ არის საქართველოსთვის მისაღები მოვლენა. შესაბამისად, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც „ნაცმოძრაობა“ უნდა აიკრძალოს ისაა, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ლიბერალური-ფაშიზმი, სიძულვილი, აგრესია. ქართველებისთვის ეს შინაგანად მისაღები მოვლენა არაა“, – განაცხადა ირაკლი მ.
„არ ვიცი რამდენია ჯამში იმ ორგანიზაციების რაოდენობა, რომლებიც უცხოეთიდან იღებდნენ დაფინანსებას, არ მგონია 500-ზე მეტი იყოს. რეალურად ამ ორგანიზაციების ნახევარზე მეტმა შეიტანა განაცხადი რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც მისასალმებელია, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს კანონი არავითარი სტიგმატიზაციას არ იწვევს. კანონში გამოყენებულია ნეიტრალური ტერმინოლოგია. არ არის შეზღუდვები და ეს არის მიზეზი, რომ 300-ზე მეტმა ორგანიზაციამ უკვე მიმართა იუსტიციის სამინისტროს რეგისტრაციისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნით გათვალისწინებულ რეგისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის შესახებაც გუშინ განაცხადეს, გააუქმა, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კი, თანამდებობა დატოვა.
ორგანიზაციის განცხადებით, მათი გადაწყვეტილება, რეესტრში დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, შეცდომა იყო.
ამასთან, „სირცხვილია“ აცხადებს, რომ ისინი დაკისრებული ჯარიმების გადახდას არ აპირებენ.