ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს დღეს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი გერმანიის ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს დღეს შეხვდება.
ს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გუშინ გაემგზავრა.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვდება გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს და გერმანიის ბუნდესტაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასს.
საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ