ირაკლი კობახიძე ანაკლიის პორტზე – ტექნიკური მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი და ხელი მოეწერება – მშენებლობაში მონაწილეობას ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი მიიღებს, არავითარი ალტერნატივა არ განიხილება

ტექნიკური მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი. როგორც კი დაზუსტდება, ხელი მოეწერება – ანაკლიის პორტის მშენებლობის პროცესში მონაწილეობას ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი მიიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სხვა არავითარი ალტერნატივა არ განიხილება.
„მცირე დეტალები დარჩა დასაზუსტებელი, რაც ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია. ისედაც გვქონდა პროგნოზირებული რამდენიმეთვიანი ვადა ამ შეთანხმების დასაზუსტებლად. ტექნიკური მცირე დეტალი დარჩა დასაზუსტებელი. როგორც კი დაზუსტდება, ხელი მოეწერება. არავითარი ალტერნატივა არ განიხილება. არის ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელთანაც გაფორმდება ხელშეკრულება ანაკლიასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მე ველი ყველანაირ რეპრესიებს, მათ შორის პირადად ჩემს მიმართ – 26 ოქტომბრამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე რეჟიმი აუცილებლად გამოყრის სხვადასხვა ჩანაწერს ოპოზიციის დისკრედიტაციის მიზნით