ირაკლი კირცხალია – როგორ შეიძლება მოსყიდვას ემსახურებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ მოსყიდვაზე გაგესაუბრება, ტრაგიკომედიაა, მოსყიდულები არიან მთელი მათი დღე და მოსწრება

როგორ შეიძლება მოსყიდვას ემსახურებოდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება – კოლექტიური “ნაცმოძრაობა” რომ მოსყიდვაზე გაგესაუბრება, ტრაგიკომედიაა უბრალოდ, მოსყიდულები არიან მთელი მათი დღე და მოსწრება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდის შექმნის შესახებ მთავრობის ინიციატივაზე ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამოყოფილი “თითოეული თეთრი” გამჭვირვალე იქნება და ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება ნახოს, სად და რაში დაიხარჯება თანხები.
“სრული აბსურდია. როგორ შეიძლება მოსყიდვას ემსახურებოდეს ასეთი ეროვნული გადაწყვეტილება და ორგანიზაციების დაფინანსება, რომლის მთავარი პროფილი იქნება ქვეყანაზე, რეალურ საკითხებზე, ჩვენს იდენტობაზე, სახელმწიფოებრიობაზე ზრუნვა. კოლექტიური “ნაცმოძრაობა” რომ მოსყიდვაზე გაგესაუბრება, ტრაგიკომედიაა უბრალოდ. რომელ მოსყიდვაზე აქვთ საერთოდ საუბარი. მოსყიდულები არიან მთელი მათი დღე და მოსწრება,” – განაცხადა კირცხალიამ.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ფონდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, დაფინანსებას კი ის ორგანიზაციები მიიღებენ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს რეესტრში დარეგისტრირდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ