ირაკლი ეძგვერაძე – მიუხედავად დაშინებისა, ჩასაფრებისა, მუხანათობისა, ხალხი არ შეეგუება საქართველოს რუსეთიზაციას – ეს არის „ოცნების“ ბოლო ჟამი, საქართველო ამ ბრძოლაშია უცილებლად გაიმარჯვებს

მიუხედავად დაშინებისა, ჩასაფრებისა, მუხანათობისა, ქართველი ხალხი არ შეეგუება საქართველოს ზაციას. ეს არის „ოცნების“ ბოლო ჟამი, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა.
ეძგვერაძის თქმით, „ქართულ ოცნებას“ ქართველი ხალხის ხმის გაგონება აუცილებლად მოუწევს.
„ოცნებას“ მოუწევს ქართველი ხალხის ხმის გაგონება აუცილებლად. მიუხედავად დაშინებისა, ჩასაფრებისა, მუხანათობისა, ადამიანებს როგორ უსწორდებიან, გუშინდელი დღე ალბათ, დასამახსოვრებელია მთელი სპეცრაზმისთვის, თუ როგორ სცემდა პოლიცია გოგონებთან მყოფ ადამიანს უმოწყალოდ. ჩვენ ვნახეთ როგორ ურეკავენ ადამიანებს, დედებს, შვილებს, ბებიებს და როგორი სიტყვებით ლანძღავენ მათ, მაგრამ ეს არ იმუშავებს, ეს არის ბოლო ჟამი, „ოცნების“ დასასრული და საქართველო არასდროს არ გახდება რუსეთი, ვერ შეეგუება ამას საქართველოს მოქალაქე, რუსეთი ვერასოდეს ვერ გახდება ჩვენი სამშობლო და საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში“, – განაცხადა ირაკლი ეძგვერაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით კირკიტაძე – სააკაშვილმა თქვა, რომ ქართველების ერთ-ერთი მთავარი ღირსებაა მიმტევებლობა და საშუალების მიცემა ადამიანებისთვის, რომ ემსახურონ თავიანთ ქვეყანას, ამ პრინციპით არის შედგენილი სია

Edison Research – დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 32% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 20% -„ერთიანობა- ნაციონალურ მოძრაობას“, 11,9%-11,9% – კოალიციას „ცვლილებებისთვის“ და გახარიას პარტიას, 9,9% – „ძლიერ საქართველოს“