იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო მსოფლიოში 46-ე ადგილზეა

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2022 წელს საქონლისა და მომსახურების იმპორტზე დამოკიდებულებით საქართველო 170 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე იყო.
2022 წელს საქართველოში იმპორტირებულმა საქონლისა და მომსახურების ღირებულებამ 46 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც საქართველოს 2022 წლის მშპ-ის 62.7%-ს შეადგენს.
2022 წელს საქართველოს იმპორტში საქონელმა 37 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მომსახურებამ – 9 მილიარდი ლარი. მომსახურების იმპორტში საქართველო ყველაზე მეტს სატრანსპორტო მომსახურებაში იხდის, დაახლოებით 1.9 მილიარდ დოლარს. საქონლის იმპორტში კი ყველაზე დიდი წილი – 12.7% მსუბუქ ავტომობილებს უჭირავს (2022 წლის მიხედვით), ნავთობპროდუქტებზე 10% მოდის.
მსოფლიო ბანკის მიხედვით, ყველაზე მეტად იმპორტზე ლუქსემბურგია დამოკიდებული, ყველაზე ნაკლებად კი სუდანი (1.1%).
რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, სომხეთის საქონლისა და მომსახურების იმპორტი მშპ-ის 51%-ია და ამ მაჩვენებლით მსოფლიოში 74-ე ადგილზეა, თურქეთის მშპ-ის 43%-ია და 98-ე ადგილზეა, აზერბაიჯანის მშპ-ის 37%-ია და 140-ე ადგილზეა, ს მშპ-ის 15.6%-ია და 166-ე ადგილზეა.
საქონლისა და მომსახურების იმპორტზე ყველაზე მეტად დამოკიდებული ქვეყნები, 2022 წლის მონაცემებით შემდეგია:
2023 წლის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ