იმიჯნება რესპუბლიკური საავადმყოფოს მიწის ნაკვეთი, რომ კერძო სექტორი ახალი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს – ირაკლი კობახიძე

იმიჯნება რესპუბლიკური საავადმყოფოს მიწის ნაკვეთი, რომ კერძო სექტორი საავადმყოფოს მშენებლობაში შეგვეხიდოს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მ რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
დღეს, გადაწყდა რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება. პრემიერმა განმარტა, რომ უახლოესი 3 წლის განმავლობაში საავადმყოფო ფუნქციონირებას არსებულ შენობაში გააგრძელებს. 3 წლის თავზე კი ახალი საავადმყოფოს სამშენებლო სამუშაოები დასრულდება და საავადმყოფო მხოლოდ ამის შემდეგ გადავა ახალ შენობაში.